საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრები დევისის თასის მესამე ჯგუფში, პირველ ტურში სომხეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და გუნდის ლიდერ ნიკოლოზ ბასილაშვილის არყოფნის მიუხედავად, ადვილად მოუგო.
ქართველმა ჩოგბურთელებმა სამივე შეხვედრაში გაიმარჯვეს. ერთეულთა მატჩებში, ალექსანდრე ბაკშმა და საბა ფურცელაძემ მეტოქეებს ორ სეტში მხოლოდ ორი გეიმი დაუთმეს. წყვილებში კი, ფურცელაძისა და ზურა ტყემალაძის დუეტმა ასევე ორ სეტში გაიმარჯვა, ანგარიშით 6:2; 6:3.
საქართველოსა და სომხეთის გარდა, მესამე ჯგუფში გამოდიან ეტაპის მასპინძელი მონტენეგრო, ასევე კვიპროსი, ლიხტენშტაინი, ლუქსემბურგი, მოლდოვა და ჩრდილოეთი მაკედონია. ეს რვა ნაკრები ორ ქვეჯგუფშია გადანაწილებული. საქართველოსთან ერთად, A ქვეჯგუფში მოხვდნენ კვიპროსი და ლიხტენშტაინი.
ჯგუფური ეტაპის შემდეგ, პირველ ადგილზე გასული ნაკრებები და მეორეადგილოსნებს შორის უძლიერესი მეორე ჯგუფის პლეი ოფში თამაშის უფლებას მოიპოვებენ. ქვეჯგუფების აუტსაიდერები კი მესამე ჯგუფიდან მეოთხეში ჩაინაცვლებენ.