Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსმა სამხედროებმა სევეროდონეცკთან ორი დასახლებული პუნქტი აიღეს


უკრაინელი სამხედროები ქალაქ სევეროდონეცკის მახლობლად. 2022 წლის 20 ივნისი
უკრაინელი სამხედროები ქალაქ სევეროდონეცკის მახლობლად. 2022 წლის 20 ივნისი

რუსეთის სამხედრო ძალებმა კონტროლი დაამყარეს უკრაინის ლუგანსკის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრის, ქალაქ სევეროდონეცკის მახლობლად მდებარე დასახლებულ პუნქტებზე ლოსკუტოვკასა და რაი-ალექსანდროვკაზე. ამის შესახებ დღეს დილით იუწყება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი. მისი ინფორმაციით, მოწინააღმდეგე განაგრძობს შეტევას კიდევ ერთი პუნქტის, სიროტინოს დასაკავებლად და მდინარე სევერსკი დონეცის ფორსირებისთვის ემზადება. ეს მდინარე ქალაქებს, სევეროდონეცკსა და ლისიჩანსკს შორის მდებარეობს.

უკრაინის გენშტაბის ცნობითვე, რუსეთის სამხედრო დანაყოფების ძირითადი ძალისხმევა მიმართულია ქალაქ სევეროდონეცკზე სრული კონტროლის დამყარების, ლისიჩანსკის რაიონში უკრაინელი სამხედროების ალყაში მოქცევისა და ძირითადი ლოგისტიკური გზების დაბლოკვისკენ.

ქალაქ სევეროდონეცკისთვის ბრძოლა რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს. სამხედრო ანალიტიკოსების თანახმად, რუსეთს უკრაინის ამ ქალაქზე კონტროლის დამყარება სჭირდება, რათა გამოაცხადოს, რომ ლუგანსკის ოლქი მთლიანად „გაათავისუფლა“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG