Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთმა რუსეთის მიმართ სანქციები გააფართოვა


დიდმა ბრიტანეთმა გამოაცხადა, რომ სანქციებს აფართოებს რუსეთის მიმართ. ახალ შეზღუდვებს შორისაა რუსეთში ბრიტანეთის ფულის - სტერლინგის შეტანა, ასევე აიკრძალა ტექნიკური დახმარება, საფინანსო სამსახურები და ბროკერების მომსახურებოდა, რომელიც ეხება რუსეთში „შავ სიაში“ შეტანილი საქონლის ექსპერტს.

ახალი ზომების სიაში, რომელსაც „მითითებები ექსპორტირებისთვის“, ჰქვია, აღნიშნულია, რომ რუსეთში აიკრძალა შემდეგი საქონლის ექსპორტირება: პროდუქტებისა და ტექნოლოგიებისა, რომლებიც შინა რეპრესიებისთვის შეიძლება იქნეს გამოყენებული. რუსეთში არ შეიძლება ასევე გაიგზავნოს ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის წარმოებისთვის საჭირო მასალა და ტექნოლოგიები, საზღვაო ტრანსპორტისთვის აუცილებელი ტექნიკა და საზღვაო ტექნოლოგია, ტექნოლოგია და აღჭურვილობა სანავთობო მრეწველობისთვის და სხვა.

დოკუმენტში ცალკეა მოხსენიებული რუსეთში საავიაციო საწვავის ექსპორტის და რუსეთიდან რკინისა და ფოლადის იმპორტის აკრძალვა. აშშ-მა და ევროკავშირმა მათი ვალუტის ნაღდი ფული სახით რუსეთში შეტანა ჯერ კიდევ მარტში აკრძალეს. ამასთან დაკავშირებით რუსეთმა მიიღო ზომები ქვეყნიდან ნაღდი ფულის სახით ვალუტის გატანის და ანგარიშებიდან მისი მოხსნის შესახებ.

უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრის შემდეგ მოსკოვს მკაცრი სანქციები დაუწესეს როგორც დასავლეთის ქვევნებმა ინდივიდუალურად, ასევე გაერთიანებებმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG