Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Nike სრულად ტოვებს რუსეთს


Nike-მ, ფეხსაცმლის და ტანსაცმლის ამერიკელმა მწარმოებელმა, 23 ივნისს გამოაცხადა, რომ გადაწყვიტა, სრულად დატოვოს რუსეთის ბაზარი. ამის შესახებ ცნობა გაავრცელა Reuters-ის სააგენტომ.

მარტის დასაწყისში, უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრის შემდეგ, Nike-მ შეწყვიტა საქონლის გაყიდვა რუსეთის ინტერნეტ-მაღაზიის გზით, ხოლო რამდენიმე დღეში დროებით დახურა თავისი ყველა მაღაზია რუსეთში.

შემდეგ ეტაპზე, 25 მაისიდან Nike-მ არ გააგრძელა ფრანჩაიზის ხელშეკრულება Inventive Retail Group (IRG)-თან, რომელსაც ეკუთვნის ამერიკული რიტეილერის მაღაზიების ყველაზე ფართო ქსელი.

Nike-მ და Nike Retail-მა შარშან რუსეთში მოგების სახით 25, 5 მილიარდი დოლარი აიღეს.

რუსეთის ბაზრიდან გასვლის შესახებ ადრე გამოაცხადეს IKEA-მ, სასტუმროები ქსელმა, Marriott-მა, McDonald's-მა, ისეთმა ბრენდებმა, როგორიცაა Chanel, Marks & Spencer და ასეულობით სხვა კომპანიამ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG