Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს წყალბურთის ნაკრები მონტენეგროსთან დამარცხდა


გუნდი ჯგუფის ბოლო შეხვედრას შეჯიბრების მასპინძელთან, უნგრეთთან გამართავს 25 ივნისს.
გუნდი ჯგუფის ბოლო შეხვედრას შეჯიბრების მასპინძელთან, უნგრეთთან გამართავს 25 ივნისს.

საქართველოს წყალბურთის ნაკრები ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე, ბრაზილიასთან მოპოვებული სასტარტო გამარჯვების (14:10) შემდეგ, ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში მონტენეგროს დაუპირისპირდა და წააგო მინიმალური სხვაობით, ანგარიშით 9:10.

დეიან სტანოევიჩის გაწვრთნილი გუნდი ჯგუფის ბოლო შეხვედრას შეჯიბრების მასპინძელთან და ერთ-ერთ ფავორიტთან - უნგრეთთან გამართავს, 25 ივნისს.

მსოფლიოს ჩემპიონატის ფორმატის თანახმად, თექვსმეტი მონაწილე ოთხ ქვეჯგუფშია გადანაწილებული. ჯგუფურ ეტაპზე პირველ ადგილზე გასული ნაკრებები მეოთხედფინალის საგზურებს იღებენ, მეორე და მესამე ადგილზე გასულები კი მერვედფინალურ წყვილებს შეადგენენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG