Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში კატასტროფა განიცადა სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავმა


ფოტო არქივიდან: რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი "ილ-76" ბელგრადის სამხედრო აეროდრომზე
ფოტო არქივიდან: რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი "ილ-76" ბელგრადის სამხედრო აეროდრომზე

რუსეთის რიაზანის ოლქში კატასტროფა განიცადა სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავმა „ილ-76“-მა. რუსული საინფორმაციო საშუალებების, „ინტერფაქს“-ის და „ბაზა“-ს ცნობით, დაიღუპა 3 და დაშავდა 6 ადამიანი.

ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ჯერჯერობით არ დაუდასტურებია. ოფიციალურ შეტყობინებაში მხოლოდ იმას წერს, რომ სასწავლო-საწვრთნელი ფრენისას თვითმფრინავის ეკიპაჟმა აღმოაჩინა ძრავის გაუმართაობა და გადაწყვიტა გრუნტზე დაშვება, მასთან შეხებისას კი, თვითმფრინავი ნაწილობრივ დაიშალა. თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ეკიპაჟის დაშავებული წევრები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

სააგენტო „ტასს“-ის კორესპონდენტის ცნობით, სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი საცხოვრებელ სახლებთან ახლოს მდებარე მინდორში ჩამოვარდა და ცეცხლი გაუჩნდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG