რუსეთის რიაზანის ოლქში სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის, „ილ-76“-ის კატასტროფის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ კრემლის მიერ კონტროლირებული საინფორმაციო სააგენტოები წერენ რიაზანის საოლქო ადმინისტრაციის ოფიციალურ განცხადებაზე დაყრდნობით. მასში ისიც ნათქვამია, რომ სხვადასხვა სიმძიმის ტრავმა მიიღო კიდევ 5-მა პირმა, რომლებიც ქალაქ რიაზანის სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ გაუვრცელებია. დილით გამოქვეყნებულ ოფიციალურ შეტყობინებაში ნათქვამი იყო, რომ სასწავლო-საწვრთნელი ფრენისას თვითმფრინავის ეკიპაჟმა აღმოაჩინა ძრავის გაუმართაობა, გადაწყვიტა გრუნტზე დაშვება და მასთან შეხებისას თვითმფრინავი ნაწილობრივ დაიშალა, ეკიპაჟის დაშავებული წევრები კი, სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
ამასთან, ინტერნეტ-გამოცემა "ბაზა"-ს მიერ ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებული ვიდეოკადრების მიხედვით, სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავს ცეცხლი ხმელეთზე დაშვებამდე, ჰაერში გაუჩნდა.
დაწერეთ კომენტარი