Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის ლიდერებმა მხარი დაუჭირეს 2023 წლიდან ხორვატიის ევროზონაში გაწევრიანებას


ევროკავშირის სამიტი
ევროკავშირის სამიტი

24 ივნისს გამართულ სამიტზე ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ხორვატია 2023 წლის იანვრიდან დაიწყებს ევროს გამოყენებას. შესაბამისად, ხორვატიის ჩათვლით, ევრო უკვე 20 ქვეყანაში იქნება მიმოქცევაში.

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ევროს ევროკავშირის "საერთო ბედის" და "ევროპული ოცნების" ნაწილის ფულადი გამოხატულება უწოდა.

"ახლა ხორვატიის ოცნება ახდება", - დასძინა მან.

ხორვატიის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი პლენკოვიჩმა ევროკავშირის გადაწყვეტილებას "დიდი სიგნალი" უწოდა ხორვატიისა და ხორვატიის ეკონომიკისთვის. ის დარწმუნებულია, რომ ხორვატია ევროზონისთვის მზად არის.

ხორვატიის გადასვლა კუნადან ევროზე ხდება ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანებიდან ათ წელზე ნაკლები ხნის შემდეგ.

ევროკავშირის ყველა ქვეყანა არ იყენებს ევროს, როგორც ეროვნულ ვალუტას, თუმცა უმეტესობა მიისწრაფვის ამ მიზნისკენ.

XS
SM
MD
LG