Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიჩბოსანი ალექსანდრე წივწივაძე ზედიზედ მეორედ გახდა ევროპის ჩემპიონი


ალექსანდრე წივწივაძე. 2021 წელი
ალექსანდრე წივწივაძე. 2021 წელი

ნიჩბოსანმა ალექსანდრე წივწივაძემ 18-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ მოიპოვა ოქროს მედალი.

ქართველი სპორტსმენი, ბელგრადში მიმდინარე ასაკობრივ ევროპირველობაზე, კანოეთი შეჯიბრებაში, 1000 მეტრ დისტანციაზე გახდა ჩემპიონი.

წივწივაძემ შესარჩევ ეტაპზე მეორე ადგილი დაიკავა, ფინალურ გაცურვაში კი საუკეთესო შედეგი აჩვენა (3:58,45). ახლა მას შანსი აქვს, ევროპის ჩემპიონის ტიტულს 200 მეტრ დისტანციაზეც დაეუფლოს.

ფინალური გაცურვა 26 ივნისს გაიმართება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG