Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავარიის შედეგად კახეთში უცხოელი ტურისტები და მათი ქართველი მასპინძლები დაშავდნენ


დაშავებულები გურჯაანის ჯეოჰოსპიტალსის კლინიკაში არიან გადაყვანილი.
დაშავებულები გურჯაანის ჯეოჰოსპიტალსის კლინიკაში არიან გადაყვანილი.

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა კახეთში, ბაკურციხე-თბილისის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე. დაშავებულია 12 ადამიანი, მათგან 9 უცხოელი ტურისტია - 1 მძღოლი და 2 გიდი.

ისინი გურჯაანის ჯეოჰოსპიტალსის კლინიკაში არიან გადაყვანილი. როგორც რადიო თავისუფლებას კლინიკის მთავარმა ექიმმა გელა ორველაშვილმა განუცხადა, ერთ-ერთ დაშავებულს ამ წუთებში გადაუდებელი ოპერაცია უტარდება, მეორეს კი საოპერაციოდ ამზადებენ.

„ორივე დაშავებული, რომლებსაც ოპერაცია დასჭირდათ, საქართველოს მოქალაქეა. მათ მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნებათ. ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დანარჩენ დაშავებულებს პირველადი დახმარება გაეწიათ და თავს კარგად გრძნობენ“, - თქვა გელა ორველაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ტურისტები არიან ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან, ისრაელიდან და რუსეთიდან.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, უცხოელი ტურისტების შერეული ჯგუფი თბილისიდან კახეთში ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად სამარშრუტო მიკროავტობუსით მიემგზავრებოდა.

ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება მიმიდნარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG