უკრაინელმა სამხედროებმა თითქმის მთლიანად დატოვეს ლუგანსკის ოლქის ქალაქი სევეროდონეცკი, რომლისთვისაც ბოლო კვირებში მიმდინარეობდა ბრძოლა. ამის შესახებ 25 ივნისს გამოაცხადა ქალაქის მერმა, ალექსანდერ სტრიუკმა.
ცნობას ავრცელებს რადიო თავისუფლების რუსული სამსახური.
იმის შესახებ, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ბრძანება მიიღეს, დაიხიონ უფრო მტკიცე პოზიციებზე, უფრო ადრე იტყობინებოდა ლუგანკსის ოლქის ადმინისტრაციის უფროსი სერგეი გაიდაი. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ეს არც დაუდასტურებია და არც უარუყვია.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროსაც არ გაუვრცელებია ცნობა, რომ ქალაქი აიღო.
ჩეჩნეთის მმართველმა, რამზან კადიროვმა დაწერა 25 ივნისს, რომ რუსეთის ჯარმა დაიკავა სევეროდონეცკის სამრეწველო ზონა და აეროდრომი. მისი და ლუგანსკის სეპარატისტული ადმინისტრაციის თანახმად, „აზოტის“ ქარხნიდან გაიყვანეს მშვიდობიანი მოქალაქეები.
ეს ინფორმაცია დამოუკიდებელ წყაროებს არ დაუდასტურებია.
დაწერეთ კომენტარი