Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთმა დაიწყო ახალი წყალქვეშა ნავის, STM5000-ის მშენებლობა


თურქეთის თავდაცვის მრეწველობის სამმართველოს უფროსი ისმაილ დემირი ტვიტერზე წერს, რომ მაღალტექნოლოგიური სისტემების ახალი წყალქვეშა ნავის მშენებლობა „ისტორიული“ მოვლენაა თურქეთის ეროვნული „წყალქვეშა თავგადასავლისთვის“.

ოფიციალური ინფორმაციით, STM500 აღჭურვილი იქნება მოწინავე საბრძოლო სისტემებით ისეთი „ტაქტიკური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად“, როგორიც არის დაზვერვა, სპეცდანიშნულების რაზმის დახმარება, წყალქვეშა ომი.

იტყობინებიან, რომ წყალქვეშა ნავი თავისუფლად იმუშავებს როგორც ღია ზღვაში, ასევე წყლის დაბალი დონის პირობებში.

მის ღირსებად ინჟინრები თვლიან ასევე იმას, რომ წყალქვეშა ნავს შეუძლია 250 მეტრზე ღრმად ჩასვლა, 30 დღეზე უფრო ხანგრძლივად ყოფნა წყალში და ავითარებს 18 კმ/სთ-ზე უფრო მაღალ სიჩქარეს.

სააგენტო „ანადოლუ“-ს ცნობით, თურქი ინჟინრების მიერ დაპროექტებული STM500-ის მშენებლობა მისი კორპუსის გამოცდით დაიწყო.

XS
SM
MD
LG