Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიჩბოსანმა ალექსანდრე წივწივაძემ მეორე ოქროს მედალი მოიპოვა ევროპის ჩემპიონატზე


2022 წლის ევროპირველობა ალექსანდრე წივწივაძისთვის წარმატებული აღმოჩნდა
2022 წლის ევროპირველობა ალექსანდრე წივწივაძისთვის წარმატებული აღმოჩნდა

საქართველოს ჭაბუკ ნიჩბოსანთა ნაკრების წევრმა ალექსანდრე წივწივაძემ ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატზე, ბოლო ორ დღეში ორი ოქროს მედალი მოიპოვა.

25 ივნისს ქართველმა სპორტსმენმა კანოეთი შეჯიბრებაში, ათასმეტრიან დისტანციაზე გაცურვაში მოიპოვა ევროპის ჩემპიონის ტიტული. 26-ში კი უკვე ორასმეტრიან დისტანციაზე აჯობა ყველა მეტოქეს და კიდევ ერთხელ ავიდა კვარცხლბეკზე.

ნიჩბოსნობაში ევროპის ჩემპიონატს ბუდაპეშტი მასპინძლობს. ათას მეტრზე გაცურვაში, ალექსანდრე წივწივაძე შეჯიბრებაში ჩაება, როგორც ევროპის მოქმედი ჩემპიონი. 2022 წლის ევროპირველობა კი ქართველი ნიჩბოსნისთვის კიდევ უფრო წარმატებული აღმოჩნდა.

XS
SM
MD
LG