Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიზნესმენმა რინატ ახმეტოვმა რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა ევროსასამართლოში


რინატ ახმეტოვი
რინატ ახმეტოვი

უკრაინელმა ბიზნესმენმა რინატ ახმეტოვმა რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში. ამის შესახებ კომპანია SCM-ის პრესსამსახური იტყობინება.

ბიზნესმენი ევროსასამართლოს სთხოვს, რუსეთს პასუხი აგებინონ უკრაინის ინფრასტრუქტურის დანგრევისთვის, მაროდიორობისთვის და საექსპორტო საქონლის ქურდობისთვის. ახმეტოვი დამატებით ითხოვს, სასწრაფო დროებითი ზომები მიიღოს, რათა არ დაუშვას უკრაინის პორტების შემდგომი ბლოკადა, მაროდიორობა, უკრაინიდან მარცვლეულის, ასევე SCM-ის საწარმოების მიერ დამზადებული ფოლადის გაზიდვა. ქონების უფლებების დარღვევის გამო ახმეტოვი რუსეთისგან ზარალის ანაზღაურებას მოითხოვს.

ბიზნესმენის ინტერესებს წარმოადგენს საერთაშორისო იურიდიული ფირმა Covington & Burling LLP.

„ბოროტება არ შეიძლება დაუსჯელი დარჩეს. უკრაინისა და ყოველი უკრაინელის წინააღმდეგ რუსეთის დანაშაულები აშკარაა. საუკეთესო უკრაინელი და ამერიკელი იურისტების დახმარებით შევიტანე ზარალის ანაზღაურების თაობაზე სარჩელი ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში. ეს სარჩელი ერთ-ერთი პირველი იურიდიული მოქმედებაა რუსეთის წინააღმდეგ. მისი მიზანია, გააჩეროს რუსი აგრესორის დანაშაულებრივი საქმიანობა, უკრაინის ეკონომიკის განადგურება და უკრაინის აქტივების ძარცვა“, - განაცხადა ახმეტოვმა. „უკრაინის საექსპორტო საქონლის ძარცვამ, მათ შორის მარცვლეულისა და ფოლადისა, უკვე გამოიწვია ფასების ზრდა ამ საქონელზე და მსოფლიოში იმ ადამიანთა რიცხვის ზრდა, რომლებიც შიმშილით კვდებიან. ეს ბარბაროსობა უნდა შეწყდეს, რუსეთმა კი სრულად უნდა ზღოს. მჯერა სამართლიანობისა და ვიბრძვი მისთვის.“

ახმეტოვმა რუსეთის აგრესიით დაზარალებულ სხვა ბიზნესმენებსაც მოუწოდა, სასამართლოს მიმართონ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG