Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის გენშტაბის ცნობით, მოწინააღმდეგე ამზადებს პირობებს ქალაქ სლავიანსკზე შეტევისთვის


სლავიანსკის მცხოვრებნი რუსეთის სამხედრო ძალების მორიგი საარტილერიო შეტევის ადგილის მახლობლად. 2022 წლის 27 ივნისი
სლავიანსკის მცხოვრებნი რუსეთის სამხედრო ძალების მორიგი საარტილერიო შეტევის ადგილის მახლობლად. 2022 წლის 27 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო ქვედანაყოფები ამზადებენ პირობებს დონეცკის ოლქის ქალაქ სლავიანსკზე შეტევისთვის. გენერალური შტაბი დღეს დილით იუწყება, რომ მოწინააღმდეგემ უკრაინელი სამხედროების პოზიციებზე იერიში მიიტანა არტილერიის და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით, თუმცა, შეიარაღებულმა ძალებმა დოვგენკოე-დოლინას მიმართულებით მტერს უკან დაახევინეს.

უკრაინის გენერალური შტაბის ცნობითვე, ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები გრძელდება ლუგანსკის ოლქის ქალაქ ლისიჩანსკის რაიონშიც, სადაც მოწინააღმდეგე უშედეგოდ ცდილობს კონტროლის დამყარებას ბახმუტი-ლისიჩანსკის საავტომობილო გზაზე.

ლისიჩანსკი ესაზღვრება ლუგანსკის ოლქის ადმინისტრაციულ ცენტრს, ქალაქ სევეროდონეცკს. გასულ კვირაში, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ სევეროდონეცკი უკრაინელი სამხედროებისგან "მთლიანად გათავისუფლებულია".

27 ივნისს, ლუგანსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერჰი ჰაიდაიმ ლისიჩანსკის მცხოვრებთ მოუწოდა სასწრაფოდ ევაკუაციისკენ, რადგან მისი განცხადებით, ქალაქში ურთულესი სიტუაციაა და მოქალაქეთა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას რეალური საფრთხე ემუქრება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG