Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოალიცია თანასწორობისთვის: “ალტ-ინფოს” ლიდერების ენაში ჩანს ძალადობის რეალური ნიშნები


აქტივისტი ცისარტყელას დროშით 5 ივლისს დაშავებულთა სოლიდარობის აქციაზე. 6 ივლისი, 2021 წელი
აქტივისტი ცისარტყელას დროშით 5 ივლისს დაშავებულთა სოლიდარობის აქციაზე. 6 ივლისი, 2021 წელი

„ალტ-ინფოსა“ და „კონსერვატიული მოძრაობის“ ლიდერების ენაში ჩანს ძალადობის რეალური და აშკარა მუქარის ნიშნები, რაც წარმოადგენს დანაშაულს და გამოძიების დაწყების საფუძველია, აცხადებს კოალიცია თანასწორობისთვის.

უფლებადამცველი ორგანიზაციები „პრაიდ კვირეულის“ ფარგლებში მუსიკალური ფესტივალისა და სხვა ღონისძიებების უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვენ:

„არსებითად მნიშვნელოვანია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დროულად მიიღოს ქმედითი პრევენციული ზომები და უზრუნველყოს პრაიდ ფესტივალის მონაწილეთა უსაფრთხოება“.

განცხადების თანახმად, დახურულ სივრცეებში დაგეგმილი ღონისძიებების დარბევით, ულტრამემარჯვენე ექსტრემისტული ჯგუფები "პრაიდის კვირეულის" დაანონსებიდან მოყოლებული იმუქრებიან.

„ძალადობის ორგანიზატორები წარმოადგენენ რეალურ საფრთხეს საზოგადოებისთვის, არ გამოხატავენ საზოგადოების უმრავლესობის აზრს და მათი ერთადერთი ფუნქცია სამოქალაქო დაპირისპირების გაჩენა და საჯარო სივრციდან კონკრეტულ ჯგუფთა დევნაა“.

კოალიცია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, გაატაროს პრევენციული ღონისძიებები მათ მიმართ, ვინც ემუქრება „თბილისი პრაიდს“ და უზრუნველყოს „პრაიდის კვირეულის” ფარგლებში დაგეგმილი ყველა აქტივობის უსაფრთხო გარემოში ჩატარება.

„პრაიდ კვირეული“ 28 ივნისს იწყება ქართველი რეჟისორის, ელენე ნავერიანის ქვიარ ფილმის, „სველი ქვიშა“, პრემიერით. კვირეულის ფარგლებში გაიმართება რეგიონული ლგბტქ კონფერენცია და მუსიკალური ფესტივალი.

27 ივნისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ „მიიღებს ყველა ზომას“, რათა „თბილისი პრაიდის” კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები უსაფრთხოდ ჩატარდეს.

ამასთანავე, სავარაუდო მუქარისა და ძალადობისკენ მოწოდების ფაქტებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოიკითხნენ ულტრაკონსერვატორული, ჰომოფობიური ჯგუფის, „ალტ-ინფოს“ ლიდერები კონსტანტინე მორგოშია, ზურაბ მახარაძე და შოთა მარტინენკო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG