რუსეთის ჯარების მიერ ოკუპირებულ ხერსონში დააკავეს ქალაქის მერი იჰორ კოლიხაევი. ამის შესახებ მისი მრჩეველი ჰალინა ლიაშევსაია იტყობინება.
მისი თქმით, კოლიხაევი სამშაბათს დილით დააკავეს რუსეთის გვარდიისა და, შესაძლოა, ფსბ-ს თანამშრომლებმა. ასევე მის ოფისში ჩხრეკა ჩატარდა. ლიაშევსკაიას აზრით, მერი დააკავეს საოკუპაციო ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე უარისთვის.
მერის დაკავება დაადასტურა ხერსონის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ჰენადი ლაჰუტამ. სხვა დეტალები უცნობია.
მას შემდეგ, რაც მარტის დამდეგს რუსეთის ჯარებმა ხერსონის ოკუპაცია მოახდინეს, კოლიხაევი ქალაქში დარჩა. გარკვეული ხნის განმავლობაში ის კვლავაც ხელმძღვანელობდა ადგილობრივ ხელისუფლებას, რომელიც უზრუნველყოფდა ქალაქის სიცოცხლისუნარიანობას. მაგრამ მან უარი თქვა რუსეთის ჯარებთან თანამშრომლობაზე. აპრილში რუსეთის ხელისუფლებამ დანიშნა ხერსონის ოლქისა და ქალაქ ხერსონის ე.წ. სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციების ხელმძღვანელები, მოქმედ მერს კი ჩამოართვეს მმართველობის ყოველგვარი ბერკეტები.
სამშაბათსვე ცნობილი გახდა, რომ დააკავეს ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ ენერგოდარის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი. ენერგოდარიც რუსეთის ჯარების ხელშია.