Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბულგარეთი რუსეთის დიპლომატიური მისიების 70 დიპლომატსა და ტექნიკურ პერსონალს აძევებს


რუსეთის საელჩო სოფიაში
რუსეთის საელჩო სოფიაში

ბულგარეთი რუსეთის საელჩოს 70 დიპლომატსა და ტექნიკურ პერსონალს აძევებს ქვეყნიდან. ამის შესახებ ტასი იტყობინება რუსეთის დიპლომატიურ მისიაზე დაყრდნობით.

ბულგარეთი ასევე ქვეყანას ატოვებინებს რუსეთის ფედერაციის მრჩეველ-დესპანს ვოსკრესენსკის, გენერალურ კონსულებს ვარნასა და რუსეში, კულტურულ-საინფორმაციო ცენტრის დირექტორს. ქალაქ რუსეში რუსეთის გენერალური საკონსულოდან გააძევებენ ყველა დიპლომატსა და ტექპერსონალს.

საელჩომ დააზუსტა, რომ ვარნაში გენერალური საკონსულო დიპლომატების გაძევების გამო პრაქტიკულად თანამშრომლების გარეშე დარჩა.

ბულგარეთის პრემიერ-მინისტრ კირილ პეტკოვის თქმით, საელჩოს თანამშრომლები ჯაშუშობაში ამხილეს. მან დააზუსტა, რომ დიპლომატების გაძევება არ არის რუსეთის ჩვეულებრივი მოქალაქეების მიმართ აგრესია.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ტასის წყარო იტყობინება, რომ რუსეთი თავისი დიპლომატიური მისიის თანამშრომელთა გაძევებას პასუხს გასცემს.

22 ივნისს ბულგარეთის პარლამენტმა უნდობლობის ვოტუმი გამოუცხადა მთავრობას პეტკოვის ხელმძღვანელობით. ამის შემდეგ პრემიერმა განაცხადა, რომ მისი მთავრობის მიმართ ვოტუმისთვის ბრალი უნდა დაედოს რამდენიმე პოლიტიკურ მოღვაწეს, მათ შორის რუსეთის ელჩს ბულგარეთში ელეონორა მიტროფანოვას.

პეტკოვი მხოლოდ ნახევარი წლის წინათ ჩაუდგა სათავეში მთავრობას და აქტიური პროევროპული და პროევროატლანტიკური პოზიცია ეკავა. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ პეტკოვმა, მიუხედავად ბულგარეთის მრავალწლიანი კავშირებისა სსრკ-სთან და მოგვიანებით რუსეთთან, სრულად დაუჭირა მხარი ევროკავშირისა და ნატოს პოზიციას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG