აფხაზმა აქტივისტმა ჯანსუღ ადლეიბამ, რომელიც საწვავის გაიაფების მოთხოვნით 18 დღის განმავლობაში შიმშილობდა, პროტესტი შეწყვიტა, იუწყება „აფსნიპრესი“.
ადლეიბას სიტყვებით, ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები დაჰპირდნენ, რომ საწვავის ფასების პრობლემას მომდევნო ორი კვირის განმავლობაში მოაგვარებენ.
ადლეიბას მოთხოვნაა, ყველა სახის საწვავის ფასი სოჭსა და ადლერში შარშან არსებულ ფასს გაუტოლდეს.
მანამდე დე ფაქტო რესპუბლიკის „პრეზიდენტი“ ასლან ბჟანია ადლეიბას შეხვდა. გუშინდელი დღიდან კი, რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ფასებმა იკლო.