Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში, 24 წლის ბიჭს, სავარაუდოდ, მისი გარეგნობისა და თვითგამოხატვის გამო, თავს დაესხნენ


თბილისში, 24 წლის ბიჭს, სავარაუდოდ, მისი გარეგნობისა და თვითგამოხატვის გამო, უბნელები თავს დაესხნენ და თავში რკინის ხელკეტი ჩაარტყეს.

შემთხვევა თემქაზე მოხდა. 28 ივნისს, ნიკა [სახელი შეცვლილია] მეგობართან მიდიოდა, ავტობუსის გაჩერებამდე კი უნდა გაევლო სკვერი, რომელშიც ბევრი ადამიანი იკრიბება.

დედა რადიო თავისუფლებას უყვება, რომ მისი შვილი სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებულია, გამოირჩევა ინდივიდუალური ჩაცმის სტილითა და ყურზე პირსინგით. ამის გამო, თანაუბნელებისგან არაერთხელ სმენია მის მიმართ დამამცირებელი რეპლიკა, მაგრამ ყურადღება არ მიუქცევია.

ამჯერად, მას ჰომოფობიური, დამამცირებელი სიტყვა უწოდეს, რაზეც ნიკამ ასევე შეურაცხმყოფელი პასუხი გასცა. ამის შემდეგ, დედის თქმით, ბიჭს რკინის ხელკეტი ჩაარტყეს თავში.

„რომ დაეცა, მერეც, მგონი, დაარტყეს მუშტი. თვითონ ორნი იდგნენ, მაგრამ ირგვლივ ხალხი იყო და გააშველეს. მთელი პერანგი სისხლიანი ჰქონდა“, - ამბობს დედა.

მისივე თქმით, თავდამსხმელები, სავარაუდოდ, არასრულწლოვანები არიან.

ნიკა კი ახლა საავადმყოფოში წევს და თავზე 5 ნაკერი აქვს.

რადიო თავისუფლება ნიკასთან დაკავშირებას ცდილობს, მაგრამ მასთან დილიდან პოლიციელები არიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით.

XS
SM
MD
LG