Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვოლგოგრადში 62 წლის მძღოლი დააჯარიმეს შეძახილისთვის "დიდება უკრაინას!"


ანტისაომარი წარწერა ვოლგოგრადის ერთ-ერთ ქუჩაზე

ვოლგოგრადის სასამართლომ 15 ათასი რუბლით დააჯარიმა 62 წლის ალექსანდრ სემშჩიკოვი, რუსეთის არმიის დისკრედიტაციის მუხლით. საოლქო სასამართლოს პრესსამსახურის თანახმად, ამის მიზეზი გახდა 2022 წლის მაისში მომხდარი შემთხვევა, როდესაც სემშჩიკოვმა, რომელიც სატვირთო ავტომანქანა "კამაზს" მართავდა, სამხედრო კომისრის, ივან რინინის დანახვაზე, ფანჯრიდან დაიყვირა: "დიდება უკრაინას!"

სასამართლოზე ბრალდებულმა აღიარა დანაშაული და განაცხადა, რომ "გულწრფელად ნანობს ჩადენილ საქციელს".

როგორც სასამართლოზე წარდგენილი ჩვენებებით გაირკვა, სემშჩიკოვმა ასეთი შეძახილით გამოხატა პროტესტი უკრაინაში მიმდინარე რუსეთის სპეცოპერაციის გამო, რომელსაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე ეწირება.

უფლებადამცველების თქმით, მაისის ბოლოს რუსეთში 2100-ზე მეტ რუსეთის მოქალაქეს წაუყენეს ბრალი რუსეთის არმიის "დისკრედიტაციის" მუხლით, ხოლო მათთვის დაკისრებულმა ჯარიმამ, ჯამში შეადგინა 25 მილიონ რუბლზე მეტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG