Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წალენჯიხაში კაცის დაჭრის საქმეზე, გამოძიება პოლიციელის წინააღმდეგ დაიწყო


ფოტოილუსტრაცია
ფოტოილუსტრაცია

გუშინ, 1 ივლისს წალენჯიხაში მოქალაქე დაჭრეს. როგორც სხვადასხვა მედია წერს, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით კაცი თვითდინებით ადგილობრივ საავადმყოფოში მივიდა, მოგვიანებით კი ქუთაისში გადაიყვანეს.

ამ ეტაპზე ცნობილი არ არის, დაკავებულია თუ არა სამართალდამცავი და ასრულებდა თუ არა ის სამსახურებრივ მოვალეობას მაშინ, როცა დანაშაული მოხდა.

საქმეს სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებს.

"წალენჯიხაში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის მიერ ყოფით ნიადაგზე მოქალაქის ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო", - აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მუხლით, რომლითაც გამოძიება დაიწყო, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება ისჯება გამასწორებელი სამუშაოთი ან შინაპატიმრობით ანდა თავისუფლების აღკვეთით ორიდან ოთხ წლამდე ვადით.

XS
SM
MD
LG