Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Spiegel-ი: რუსეთს მიეცემა უფლება ტვირთი გადაზიდოს კალინინგრადში


კალინინგრადისა და ლიეტუვის საზღვარი, ივლისი, 2022
კალინინგრადისა და ლიეტუვის საზღვარი, ივლისი, 2022

ევროკომისია აპირებს რუსეთს უფლება დართოს კალინიგრადში ჩაიტანოს საქონელი, რომელსაც სანქციები შეეხო - თუმცა მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც უტოლდება უკრაინაში შეჭრამდელ რაოდენობას. ამის შესახებ იუწყება გერმანიაში გამომავალი Spiegel-ი, ევროკომისიაზე დაყრდნობით.

მიღებული გადაწყვეტილებით აღიკვეთება რუსეთის პროდუქციის ექსპორტის შესაძლებლობა კალინინგრადის პორტის გავლით. გადაზიდვისთვის ნებადართული საქონლის ზუსტი ოდენობა განისაზღვრება ლიეტუვის საბაჟო დოკუმენტების საფუძველზე. განსაკუთრებულ შემთხვევებში - მაგალითად, გემის ნაწილების შეკეთებისას - მოცულობა შეიძლება გაიზარდოს, მაგრამ რუსეთს მოუწევს ყველა გამონაკლისის საფუძვლის დამტკიცება.

ევროკომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება დიდწილად პასუხობს გერმანიის მთავრობის პოზიციას. კანცლერმა ოლაფ შოლცმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ გააკეთებს ყველაფერს, რაც შესაძლებელია, რათა ნატო არ გახდეს მხარე კონფლიქტში რუსეთსა და უკრაინას შორის. ლიეტუვაში დისლოცირებული არიან გერმანელი სამხედროები და არსებობს შესაძლებლობა მათი ჩართვისა პოტენციურ კონფლიქტში.

მოლაპარაკების საკითხებში ლიეტუვის წარმომადგენლის თქმით, გერმანია 18 ივნისიდან ახორციელებდა ზეწოლას ევროკომისიაზე, საიმისოდ, რომ სანქციები არ შეხებოდა კალინინგრადში გადაზიდვებს.

ევროკომისიის გადაწყვეტილება, როგორც მოელიან, რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება.

კალინინგრადი არის რუსეთის ექსკლავი, რომელიც ესაზღვრება ლიეტუვასა და პოლონეთს. ლიეტუვამ აკრძალა რუსეთის სამშენებლო მასალების და მეტალების გადაზიდვა მას მერე, რაც 17 ივნისს ძალაში შევიდა ევროკავშირის მიერ დაწესებული შესაბამისი სანქცია. სამგზავრო გადაზიდვები უწინდელი წესებით ხორციელდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG