Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უზბეკეთის ლიდერი: დემონსტრაციების შემდეგ გაუქმდება ცვლილებები, რომლებიც შეეხებოდა ყარაყალპაკეთის რესპუბლიკას


დემონსტრაცია ყარაყალპაკეთში, უზბეკეთი
დემონსტრაცია ყარაყალპაკეთში, უზბეკეთი

უზბეკეთის პრეზიდენტმა, შავკატ მირზოევმა უკან წაიღო ხელისუფლების ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებდა გაუქმებას ქვეყნის ყარაყალპაკეთის ავტონომიური რესპუბლიკის უფლებისა უზბეკეთისგან გამოყოფაზე - მას შემდეგ, რაც ამ მღელვარე რეგიონში მასობრივი საპროტესტო აქცია გაიმართა. ამ ცნობას პრეზიდენტის ოფისი ავრცელებს.

მირზოევის ოფისმა 2 ივლისს გამოაცხადა, რომ პრეზიდენტი ამ განცხადებით გამოვიდა ყარაყალპაკეთში ვიზიტისას - განაცხადა, რომ ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შეცვლის გეგმა არ განხორციელდება შეთავაზებული საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში.

თუ დადასტურდება, ეს გადაწყვეტილება ნიშნავს უკანდახევას უზბეკეთის მთავრობის მხრიდან - ხელისუფლება 27 ივნისს გამოვიდა საკონსტიტუციო ცვლილებების გეგმით, რომლის თანახმადაც ამოღებული იქნებოდა ყარაყალპაკეთის უფლება უზბეკეთს გამოეყოს. მირზოევის მიერ შეთავაზებული გეგმის პროექტით, ყარაყალპაკეთი ინარჩუნებდა ავტონომიას, მაგრამ ამ, დაახლოებით 2 მილიონი მოსახლის მქონე რეგიონს უუქმებდნენ კონსტიტუციურ უფლებას უზბეკეთისგან დამოუკიდებლობა მოეთხოვა, რეფერენდუმის საფუძველზე.

სხვა შეთავაზებული ცვლილებები ითვალისწინებს მირზოევის უფლებას კენჭი კიდევ ორი ვადით იყაროს.

დაგეგმილ ცვლილებებს საპროტესტო აქციები მოჰყვა ყარაყალპაკეთის დედაქალაქში, ნუქუსში, და რეგიონის სხვა ქალაქებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG