Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთი გმობს რუსეთის მიერ ომის პატიმართა პოლიტიკური მიზნებით გამოყენებას


ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო რუსეთის მხრიდან ომის პატიმართა და სამოქალაქო პირთა გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის, მას მერე, რაც უკრაინაში რუსეთის ძალებმა დააკავეს კიდევ ორი ბრიტანელი მამაკაცი.

"ჩვენ ვგმობთ ომის პატიმრების და სამოქალაქო პირების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას და ეს საკითხი რუსეთთანაც წამოვჭერით", - აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტრო 2 ივლისს. "ამ საქმეებზე მუდმივი კავშირი გვაქვს უკრაინის მთავრობასთან და სრულად ვუჭერთ მხარს უკრაინის ძალისხმევას მათ გასათავისუფლებლად".

აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები აცხადებენ, რომ ჰუმანიტარული მუშაკს, 22 წლის დილან ჰეილის და სამხედრო მოხალისეს, ენდრიუ ჰილს ბრალი წაუყენეს "დაქირავებული მებრძოლების მოქმედებაში". კრემლის მომხრე ვებსაიტი წერს, რომ ჰეილის და ჰილს იგივე ბრალდებები მიემართება, რომლებიც მარიუპოლში დაკავებულ კიდევ ორ ბრიტანელ სამხედრო მოხალისეს.

ივნისის დასაწყისში ორ ბრიტანელს - ეიდან ასლინს და შონ პინერს, და ასევე მაროკოს მოქალაქეს, სააუდუნ ბრაჰიმს - სეპარატისტებმა სიკვდილი მიუსაჯეს "დაქირავებული მებრძოლების მოქმედების" გამო.

დასავლეთის ქვეყნების მოქალაქეები უკრაინაში ჩადიან იმისთვის, რომ მას მხარი დაუჭირონ რუსეთის მხრიდან არაპროვოცირებული შეჭრის მოგერიებაში და ჰუმანიტარული დახმარება აღმოუჩინონ ომის გამო იძულებით გადაადგილებულ უკრაინელებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG