Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომით დაზარალებული უკრაინის აღდგენის ძირითად პრინციპებზე შვეიცარიაში იმსჯელებენ


დანგრეული საავტომობილო გზა უკრაინის ხარკოვის ოლქში. 2022 წლის მაისი
დანგრეული საავტომობილო გზა უკრაინის ხარკოვის ოლქში. 2022 წლის მაისი

დღეს, შვეიცარიის ქალაქ ლუგანოში იწყება საერთაშორისო კონფერენცია, რომელზეც განიხილავენ ომის შემდგომ პერიოდში უკრაინის აღორძინების ძირითად პრინციპებს. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ უკრაინის, დასავლეთის სახელმწიფოების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

სააგენტო „ფრანს პრეს“-ის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, კონფერენცია ეძღვნება არა კონკრეტულად თანხების მობილიზებას, არამედ ომით დაზარალებული უკრაინის აღდგენის ძირითადი პრინციპების და პრიორიტეტების შემუშავებას. რაც შეეხება დაფინანსებას, ერთ-ერთ სქემად განიხილება ფონდი, რომელსაც სააგენტოს წყაროების თანახმად, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი შექმნის. წინასწარი ინფორმაციით, ფონდი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებისგან 100 მილიარდ ევროს შეაგროვებს.

კიევის ეკონომიკის სკოლის მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან, 2022 წლის 24 თებერვლიდან, ინფრასტრუქტურისა და შენობებისთვის მიყენებული ზიანი დაახლოებით 104 მილიარდი დოლარია, ეკონომიკამ კი, უკვე 600 მილიარდი დოლარის ზარალი განიცადა.

XS
SM
MD
LG