Accessibility links

site logo site logo

უკრაინის ლიდერების თქმით, ქვეყნის რეკონსტრუქციის სამეტაპიან გეგმას 750 მილიარდი დოლარი დასჭირდება


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიმართავს ლუგანოს კონფერენციის მონაწილეებს. 4 ივლისი, 2022 წელი

უკრაინის ლიდერებმა მნიშვნელოვანი საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს უთხრეს, რომ მათი ომით გაჩანაგებული ქვეყნის სამეტაპიან რეკონსტრუქციას 750 მილიარდი დოლარი დასჭირდება, რუსეთის მხრიდან ქვეყანაში შეჭრის და ქალაქებისა და ინფრასტრუქტურის ნგრევის შემდეგ.

4 ივლისს, შვეიცარიის ქალაქ ლუგანოში მიმდინარე ორდღიანი კონფერენციის გახსნისას, უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა მონაწილეებს უთხრა, რომ, კიევის პოზიციით, რეკონსტრუქციის თანხის დიდი ნაწილი რუსი ოლიგარქებისთვის ჩამორთმეული ქონება უნდა იყოს.

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელიც სამიტზე კიევიდან ჩაერთო, უკრაინის აღდგენას უწოდა "მთელი დემოკრატიული სამყაროს საერთო ამოცანა", რომელიც ყველა სახელმწიფოსთვის იქნება ხელსაყრელი.

"უკრაინის რეკონსტრუქცია იქნება მსოფლიო მშვიდობაში შეტანილი უდიდესი წვლილი", - თქვა ზელენსკიმ.

ელოდებიან, რომ შეხვედრაში 1000-მდე პირი მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის ევროკომისიის პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლაიენი და ჩეხეთის, ლიეტუვისა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრები.

ლუგანოს კონფერენცია უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე იყო დაგეგმილი - თავდაპირველი დღის წესრიგით, მასზე უნდა ემსჯელათ უკრაინის მიერ გატარებული რეფორმების წარმატებაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG