Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩიკაგოს შემოგარენში სულ მცირე ექვსი ადამიანი ემსხვერპლა სროლას დამოუკიდებლობის დღის აღლუმზე


ჩიკაგოს შემოგარენში, ჰაილენდ პარკში, სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა და 24 დაიჭრა, შეიარაღებული პირის მიერ სახურავიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ აღლუმზე.

პოლიციის ცნობით, ინციდენტის ადგილზე ნაპოვნია იარაღი, ეჭვმიტანილი დაკავებული არ არის. პოლიცია აცხადებს, რომ იძებნება 18-დან 20 წლამდე ასაკის თეთრკანიანი მამაკაცი. პოლიცია მიიჩნევს, რომ მსროლელი მარტო მოქმედებდა და გამოდის გაფრთხილებით, რომ ის შეიძლება კვლავ შეიარაღებული იყოს და ხიფათს წარმოადგენდეს.

აღლუმი დილის 10 საათზე დაიწყო, თუმცა 10 წუთში შეწყდა, როცა სროლის ხმა გაისმა.

ბოლო წლებში აშშ-ის ქალაქებში ხშირია სროლის შემთხვევები მასობრივი თავშეყრის ადგილებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG