Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დააკავეს მედდა, რომელიც აუცრელ ადამიანს ფულის სანაცვლოდ ვაქცინირებულად არეგისტრირებდა


ფოტოილუსტრაცია
ფოტოილუსტრაცია

სამეგრელოს რეგიონში დააკავეს მედდა, რომელიც აუცრელ მოქალაქეებს, ფულის გადახდის სანაცვლოდ, ვაქცინირებულთა სიაში არეგისტრირებდა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

დაკავებულ მედდას გამოძიება უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და კომერციულ მოსყიდვას ედავება. საგამოძიებო სამსახურმა გამოავლინა 15 მოქალაქე, რომლებმაც 300-300 ლარი გადაიხადეს მსგავსი დოკუმენტის მისაღებად.

"წინასწარი მონაცემებით, აღნიშნული დანაშაულებრივი გზით, იმუნიზაციის მართვის ელექტრონულ მოდულში დარეგისტრირებულია დამატებით ათეულობით პირი, რომელთა დადგენა-მხილების მიზნითაც ტარდება შესაბამისი ღონისძიებები", - აღნიშნავენ საგამოძიებო სამსახურში.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე (უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) და 221-ე (კომერციული მოსყიდვა) მუხლებით. ამ მუხლებით ჩადენილი დანაშაულისთვის გათვალისწინებულია სამიდან ხუთ წლამდე პატიმრობა.

12 ივნისის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 2 895 967 კოვიდსაწინააღმდეგო აცრა, სრულად ვაქცინირებულია 1 269 337 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG