Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი პატიმრობიდან გაათავისუფლეს


ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი
ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი პატიმრობიდან გათავისუფლდა. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, სასამართლომ განაჩენი რამდენიმე წუთის წინ გამოიტანა.

2020 წლის 27 იანვარს ერმაკოვს ბათუმის საქალაქო სასამართლომ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი და მერიის კიდევ ექვსი ყოფილი თანამშრომელი 2019 წელს დააკავეს, ე.წ. იაფი სახლის პროექტთან დაკავშირებით, რომელიც ვერ განხორციელდა. პროკურატურა მათ მილიონ 370 ათასი ლარის გაფლანგვას ედავებოდა. მერიის ოთხი ყოფილი მაღალჩინოსანი მოსამართლემ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

„ქართული ოცნებიდან" არჩეული გიორგი ერმაკოვი ბათუმის მერი იყო 2014-2017 წლებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG