Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პროკურატურის ცნობით, რუსეთის სამხედრო აგრესიამ უკვე 346 ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა


ხეზე შემორჩენილი სათამაშო უკრაინის ქალაქ ბოროდიანკაში, სარაკეტო დარტყმით დანგრეულ საცხოვრებელ სახლთან. 2022 წლის აპრილი
ხეზე შემორჩენილი სათამაშო უკრაინის ქალაქ ბოროდიანკაში, სარაკეტო დარტყმით დანგრეულ საცხოვრებელ სახლთან. 2022 წლის აპრილი

უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისის მიერ დღეს, 6 ივლისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყებიდან, 24 თებერვლიდან დაღუპულია 346 ბავშვი. დაჭრილია 645-ზე მეტი. ბავშვებში ყველაზე დიდი მსხვერპლია დონეცკის ოლქში, სადაც დაიღუპა ან დაიჭრა 346 ბავშვი.

გენერალური პროკურორის ოფისის განმარტებით, მის მიერ დადასტურებული ფაქტები არ ასახავს სრულ სურათს, რადგან შეუძლებელია შესვლა იმ რაიონებში, სადაც აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს ან რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულია.

საგამოძიებო უწყების მონაცემებით, უკრაინის ქალაქების და სოფლების დაბომბვის და დაცხრილვის შედეგად დაზიანებულია 1900-მდე სასწავლო დაწესებულება და მთლიანად დანგრეულია - 215.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG