Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში მინიმუმ 18 ადამიანი დაიღუპა და მრავალი დაშავდა კოკისპირული წვიმების გამო


სამხრეთ-დასავლეთ პაკისტანში მინიმუმ 18 ადამიანი დაიღუპა და მრავალი დაშავდა კოკისპირული წვიმების გამო.

პროვინცია ბელუჯისტანის სტიქიური უბედურებების ლიკვიდაციის უწყებამ 6 ივლისს გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც საგანგებო ვითარება გამოაცხადა პროვინციის დედაქალაქ კვეტაში, სადაც მინიმუმ ცხრა ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა. კიდევ ცხრა ადამიანი დაიღუპა ბელუჯისტანის სხვა რაიონებში, მათ შორის არიან ბავშვები, იტყობინება სტიქიური უბედურებების ლიკვიდაციის უწყება.

შიშობენ, რომ მსხვერპლის რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს, ვინაიდან, უწყების თანახმად, რამდენიმე ადამიანი ჯერაც უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება ბელუჯისტანის ცალკეულ რაიონებში უეცარი წყალდიდობების გამო.

პროვინციაში სტიქიური უბედურებების ლიკვიდაციის უწყების გენერალურმა დირექტორმა ნასირ აჰმად ნასარმა განაცხადა, რომ ასობით სახლი დაზიანდა და ათასობით სული პირუტყვი დაიხოცა კოკისპირული წვიმების შედეგად.

ნასარის თქმით, დაზარალებულ რეგიონებში გრძელდება სამაშველო სამუშაოები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG