Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გალერი კობახიძის განცხადებაზე: კანდიდატის სტატუსისთვის ევროკავშირის მოთხოვნების შესრულებაა საჭირო


მაიკლ გალერი, ევროპარლამენტის დეპუტატი
მაიკლ გალერი, ევროპარლამენტის დეპუტატი

ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი ტვიტერის გვერდზე "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის იმ განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი გარანტირებული ექნებოდა, თუ ქვეყანაში დეკემბრამდე ომი დაიწყებოდა. გალერი წერს, რომ ომის ნაცვლად საჭიროა ევროკავშირის მოთხოვნების შესრულება

მნიშვნელოვანია ასეთი სტატუსის მიღება ომის გარეშე, ევროკავშირის მიერ მითითებული მოთხოვნების შესრულებით. ეს ემსახურება ხალხისა და ქვეყნის ინტერესს ყველაზე უკეთ“, - წერს მაიკლ გალერი.

მმართველი პარტიის არაერთი წარმომადგენელი, მათ შორის პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ დასავლეთია დაინტერესებული საქართველოს ომში ჩართვით. კობახიძის თანახმად, ასეთი სურვილი შესაძლოა, ჰქონდეთ ასევე ოპოზიციის და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებსაც. მმართველი გუნდის ლიდერების განცხადებით, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსზე უარიც შესაძლოა განაპირობა იმან, რომ ქვეყანა არ ჩაერთო ომში.

"ღმერთმა დაგვიფაროს და თეორიულად რომ დავუშვათ, საქართველოში დეკემბრის ბოლოს ომი იწყება, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში გარანტირებული გვექნება კანდიდატის სტატუსი, თუმცა, ალბათ, დამეთანხმებით, რომ ასეთი კანდიდატის სტატუსის მიღება, რა თქმა უნდა, არ ღირს", - თქვა ირაკლი კობახიძემ 5 ივლისს "პირველი არხის" ეთერში

აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განცხადებებს, თითქოს, ვინმეს სურს საქართველოს ჩართვა რუსეთის წინააღმდეგ ომში, "მზაკვრული", "ეფესბეს სახელმძღვანელოს" დეზინფორმაციული ნარატივი უწოდა.

მედიასთან დეგნანის განცხადების კომენტირებისას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ მას ეფესბეს სახელმძღვანელო წაკითხული არ აქვს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG