Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებული ჯავის რაიონის სოფლები გარესამყაროს მოწყვეტილია


ჯავის რაიონი
ჯავის რაიონი

მესამე დღეა გარესამყაროს არის მოწყვეტილი ოკუპირებული ჯავის რაიონის სოფლები. მთიდან წამოსულმა მეწყერმა და ტალახმა სოფელ კოზის დამაკავშირებელი გზა გადაკეტა და სატრანსპორტო მიმოსვლა შეჩერებულია. კოზთან ახლოს კიდევ რამდენიმე სოფელია.

როგორც ოკუპირებული დაბა კვაისას ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალან ხუგაევმა საინფორმაციო სააგენტო „რეს"-ს განუცხადა, კუდარის ხეობაში გზა უკვე მესამე დღეა, რაც ჩაკეტილია.

„რაიონის საბინაო-კომუნალურ სამსახურებს არ გააჩნიათ შესაბამისი სპეცტექნიკა - ბორბლიანი ექსკავატორი. რაიონის ხელმძღვანელობას პრობლემის შესახებ ვაცნობეთ და დახმარებას ველოდებით", - განაცხადა კვაისას ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

სოფელ კოზთან ახლოს, მთაში მდებარეობს კოზის ტბა, რომელიც ადგილობრივი და რუსეთიდან ჩასული ტურისტების ყურადღებას იპყრობს. კვაისას ე.წ. ადმინისტრაცია მოგზაურობის მოყვარულებს აფრთხილებს, რომ ტბის მიმართულებით მგზავრობისგან თავი შეიკავონ. მისი თქმით, გზის გაწმენდით სამუშაოებს ორი დღე მაინც დასჭირდება და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებენ გადაადგილებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG