Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კატეგორიულად ვერ გამოვრიცხავთ უკრაინაში ომით მოკავშირეთა დაღლის რისკს-საფრანგეთის სენატის სპიკერი


საფრანგეთის სენატის თავმჯდომარე, ჟერარ ლარშე, უკრაინის "ვერხოვნა რადაში"
საფრანგეთის სენატის თავმჯდომარე, ჟერარ ლარშე, უკრაინის "ვერხოვნა რადაში"

9 ივლისს უკრაინის "ვერხოვნა რადაში" სიტყვით გამოსვლის დროს, საფრანგეთის სენატის თავმჯდომარემ, ჟერარ ლარშემ განაცხადა, რომ შეუძლებელია იმის კატეგორიულად უარყოფა, რომ წარმოიქმნას უკრაინის ომით მოკავშირეთა დაღლის რისკი.

ამ კონტექსტში მან გაიხსენა პირველი მსოფლიო ომის დროს საფრანგეთის პრეზიდენტის, რაიმონ პუანკარეს ფრაზა იმის თაობაზე, რომ ფრონტი მედგრად იდგება, თუ მედგრად იდგება ზურგი.

"ზურგად ასევე ითვლება ევროკავშირის 27 ქვეყანა, რომლებიც მედგრად უნდა იდგენენ ხანგრძლივი ომის წინაშე, რომლის შედეგი თანაბარი ანგარიშით გლობალურ ხასიათს ატარებს. არ შეიძლება კატეგორიულად გამოირიცხოს გარკვეული დაღლილობის წარმოშობა", - განაცხადა ლარშემ.

უკრაინელი კანონმდებლობისადმი მიმართვაში საფრანგეთის სენატის თავმჯდომარემ "აგრესორი რუსეთის" მისამართით განაცხადა, რომ თუ ის იმედოვნებს ევროპისა და საფრანგეთის მხარდაჭერაში ბზარის შეტანას, "ეს ნიშნავს, რომ ცალი ფეხით დამარცხების გზაზე დადგე".

ჟერარ ლარშეს თქმით, ევროპა უკრაინას იმდენ ხანს დაეხმარება ყველა დონეზე, მათ შორის სამხედრო თვალსაზრისით, რამდენიც საჭიროა გრძელვადიან პერსპექტივაში.

"უკრაინამ დაუყოვნებლივ უნდა შეძლოს აგრესორთან დაპირისპირებაში თანაბარი პირობებით თავის დაცვა", - დასძინა მან.

უკრაინაში მყოფი საფრანგეთის სენატის თავმჯდომარე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკი შეხვდა და ასევე თანმხლებ პირებთან ერთად რუსეთის ფართომასშტაბინი იერიშების შედეგად ძლიერ დანგრეული ქალაქი ბოროდიანკა დაათვალიერა.

XS
SM
MD
LG