Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკიმ თანამდებობიდან გაათავისუფლა რამდენიმე ელჩი, მათ შორის ანდრეი მელნიკი, რომლის გამოთქმებმაც ბერლინის უკმაყოფილება გამოიწვია


ანდრეი მელნიკი, უკრაინის ელჩი გერმანიაში
ანდრეი მელნიკი, უკრაინის ელჩი გერმანიაში

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თანამდებობიდან გაათავისუფლა უკრაინის ელჩები მსოფლიოს ხუთ ქვეყანაში, მათ შორის ჩეხეთის რესპუბლიკასა და გერმანიაში. თუ რა გახდა უკრაინის პოლიტიკური ლიდერის ამ გადაწყვეტილების მიზეზი ამის შესახენ უკრაინის პრეზიდენტის ვებ-გვერდზე არაფერია ნათქვამი. თუმცა გათავისუფლებულ ელჩებს შორის არის ანდრეი მელნიკიც, თავისი სკანდალური გამოთქმებით ცნობილი უკრაინის ელჩი გერმანიაში.


უკრაინელმა დიპლომატმა "ფსევდოინტელექტუალი-ხელმოცარულები" უწოდა იმ ღია წერილის ავტორებს, რომლებიც გერმანიის მთავრობას უკრაინისათვის იარაღის მიწოდების საკითხში სიფრთხილის გამოჩენას ურჩევდნენ.

ანდრეი მელნიკის ყველაზე ცნობილი სკანდალური გამოთქმის ადრესატი კი გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი აღმოჩნდა, რომელსაც უკრაინელმა დიპლომატმა "გაბრაზებული ღვიძლის ძეხვი" უწოდა მას შემდეგ, რაც მან თავდაპირველად უარი თქვა კიევში ვიზიტზე.

უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებით თანამდებობიდან გათავისუფლდა ასევე უკრაინის ელჩი ჩეხეთის რესპუბლიკაში, ევგენი პერებიინისი.

XS
SM
MD
LG