პროფესიული სუმოს უმაღლეს მაკუუჩი დივიზიონში მოჭიდავე ლევან გორგაძემ ივლისის ნაგოია ბაშოზე პირველ ბრძოლაში გაიმარჯვა.
ტოჩინოშინის სახელით ცნობილი ქართველი სეკიტორი, ტოკიოში დღეს დაწყებულ სუპერტურნირზე აღმოსავლეთის მერვე მაეგაშირას წოდებით გამოდის. პირველ ტურში მისი მეტოქე მეშვიდე მაეგაშირა ჰოკუტოფუჯი იყო.
მეორე ტური 11 ივლისს გაიმართება და გორგაძე კიდევ ერთ მეშვიდე მაეგაშირას, ოკინოუმის შეხვდება, რომელმაც შეჯიბრება წაგებით გახსნა.
ზაფხულის ბაშო 24 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.
დაწერეთ კომენტარი