დღეს დილიდან, მეოთხე მიწისძვრა იყო დმანისის მახლობლად, სოფელ სამებასთან 8 კილომეტრში. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 3.3 მაგნიტუდის მიწისძვრა თბილისის დროით 09:47 საათზე მოხდა.
მანამდე 07:36 საათიდან 09:18 საათამდე ამ რაიონში დაფიქსირდა სამი - 4.8, 4.7 და 3.1 მაგნიტუდის - მიწისძვრა.
ინფორმაცია მსხვერპლის ან ნგრევის შესახებ, არ გავრცელებულა. ბოლო პერიოდში, სოფელ სამებასთან მიწისძვრა თვეში რამდენჯერმე ხდება.