Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინმა და ლუკაშენკამ სატელეფონო საუბრისას კალინინგრადის ოლქში ტრანზიტი და უკრაინაში ომის მიმდინარეობა განიხილეს


ფოტო არქივიდან: ვლადიმირ პუტინის და ალიაქსანდრ ლუკაშენკას შეხვედრა მოსკოვში. 29 დეკემბერი, 2018 წელი
ფოტო არქივიდან: ვლადიმირ პუტინის და ალიაქსანდრ ლუკაშენკას შეხვედრა მოსკოვში. 29 დეკემბერი, 2018 წელი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სატელეფონო საუბარი გამართა ბელარუსის ავტორიტარ მმართველთან, ალიაქსანდრ ლუკაშენკასთან. საუბრის დროს განიხილეს კალინინგრადის ოლქში საქონლის ტრანზიტის და უკრაინაში საბრძოლო მოქმედების მიმდინარეობა.

ამის თაობაზე ცნობა გაავრცელა ტელეგრამის არხმა „პულ პერვოვომ“. რუსეთის სააგენტო" ინტერფაქსი" იმოწმებს კრემლის პრესსამსახურს, რომლის განცხადებაში ნათქვამია, რომ პუტინმა და ლუკაშენკამ ისაუბრეს შესაძლო ერთობლივ ნაბიჯებზე ევროპის კავშირის სანქციების შედეგად ლიეტუვის მიერ კალინინგრადის ოლქსა და საკუთრივ რუსეთს შორის სასაქონლო მიმოქცევის შეზღუდვის კონტექსტში. მათ დაადასტურეს ორმხრივი თანხმობა რუსეთსა და ბელარუსს შორის პარტნიორობის და მოკავშირეობის თანმიმდევრული განმტკიცების შესახებ.

2 ივლისს ლუკაშენკამ განაცხადა, რომ რუსეთისა და ბელარუსის მოკავშირეობის ჩარჩოში უკვე შეიქმნა ერთიანი არმია, რომ მან უკვე „დიდი ხანია გადაწყვიტა“ ბელარუსის მონაწილეობა უკრაინის წინააღმდეგ ომში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG