Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გლდანის ციხეში პატიმრის სავარაუდო, თვითმკვლელობის საქმეს სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებს


გლდანის ციხის ჰოსპიტალი

გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარმა, სავარაუდოდ, თავი ჩამოიხრჩო. იუსტიციის მინისტრის მოადგილის, თორნიკე ჭეიშვილის განმარტებით, შემთხვევა დღეს, 11 ივლისს, მოხდა და ამ დროისთვის საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობს.

„სამწუხარო ფაქტი მოხდა, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. სპეციალური საგამოძიებო სამსახური აქტიურ რეჟიმში შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებს.

დეტალებთან დაკავშირებით ვერ მოგახსენებთ, რამდენადაც ვფლობ ინფორმაციას, გლდანის დაწესებულებაში მოხდა და აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს“, - განაცხადა ჭეიშვილმა.

პატიმრის გარდაცვალების ფაქტზე განცხადებას ავრცელებს სპეციალური საგამოძიებო სამსახურიც, რომელიც შემთხვევას სწავლობს. უწყების განცხადებიდან ირკვევა, რომ თვითმკვლელობამდე მიყვანის გარდა, გამოძიება მიმდინარეობს პენიტენციური სამსახურის ცალკეული თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვნად შესრულების ფაქტზეც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG