Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

33-მდე გაიზარდა დონეცკის ოლქში სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი


უკრაინელ მაშველებს ჩასივ იარში, სახლის ნანგრევებიდან ამოაქვთ დაღუპული ადამიანის ცხედარი. 2022 წლის 10 ივლისი

უკრაინელმა მაშველებმა წუხელ ბავშვის ცხედარი იპოვეს დონეცკის ოლქის დასახლებული პუნქტის, ჩასივ იარის საცხოვრებელი სახლის ნანგრევებში. დაღუპულთა რიცხვი 33-მდე გაიზარდა.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, 5-სართულიან საცხოვრებელ სახლს რუსული რაკეტა 9 ივლისს მოხვდა. ნანგრევებიდან ცოცხლად ამოიყვანეს 9 ადამიანი.

ჩასივ იარზე შეტევა 11 ივლისს დაადასტურა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ. მისი ოფიციალური წარმომადგენლის, გენერალ კონაშენკოვის განცხადებით, „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ დასახლებულ პუნქტ ჩასივ იარში „სახმელეთო ბაზირების მაღალი სიზუსტის იარაღით განადგურებულია უკრაინის შეიარაღებული ძალების ტერიტორიული თავდაცვის 118-ე ბრიგადის დროებითი დისლოკაციის პუნქტი და 300-ზე მეტი ნაციონალისტი“. კონაშენკოვს არაფერი უთქვამს საცხოვრებელი სახლის განადგურებაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG