Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის და სომხეთის ლიდერები გამოდიან კავშირების კიდევ უფრო გაუმჯობესების დაპირებით


სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი (მარცხნივ) და თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი (მარცხნივ) და თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი

სომხეთისა და თურქეთის ლიდერები 11 ივლისს გამართულ სატელეფონო საუბარში გამოვიდნენ კავშირების კიდევ უფრო გაუმჯობესების დაპირებით, იმ ფონზე, როცა ახლახან დაწყებული პროცესი მიზნად ისახავს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის ნორმალიზაციას მოგზაურობის, ვაჭრობისა და დიპლომატიური კავშირების სფეროებში.

სატელეფონო საუბრის შემდეგ ორმა მხარემ გაავრცელა ერთობლივი განცხადება, რომლის თანახმადაც, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა "ხაზი გაუსვეს ორმხრივი პროცესის მნიშვნელობას ქვეყნებს შორის კავშირების ნორმალიზაციაში".

ერდოანი და ფაშინიანი მოელიან, რომ სწრაფად განხორციელდება შეთანხმებები თურქეთ-სომხეთის საზღვრის გახსნის თაობაზე მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის და ერთობლივი საჰაერო გადაზიდვებისთვის, ნათქვამია განცხადებაში.

ორი მეზობელი ქვეყნის საგანგებო წარმომადგენლებმა ამ შეთანხმებას მიაღწიეს 1 ივლისს, ვენაში, ურთიერთობის გაუმჯობესების მიზნით მიმდინარე შეხვედრების მეოთხე რაუნდზე.

განცხადების თანახმად, ლიდერებმა "გამოთქვეს იმედი, რომ 1 ივლისს მიღწეული შეთანხმებები უახლოეს მომავალში განხორციელდება".

ამ ორ სახელმწიფოს შორის ოფიციალური დიპლომატიური კავშირები არ არსებობს და მათი საზღვარი 1990-იანი წლებიდან ჩაკეტილია. 11 ივლისის სატელეფონო საუბარი იყო ფაშინიანის პირველი პირდაპირი კონტაქტი ერდოანთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG