Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაქსიმ გალკინის კონცერტი მსოფლიო ტურნეს ფარგლებში თბილისშიც იგეგმება


მაქსიმ გალკინი, შოუმენი და სატირიკოსი
მაქსიმ გალკინი, შოუმენი და სატირიკოსი

შოუმენი და სატირიკოსი მაქსიმ გალკინი უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად დაგეგმილი საგასტროლო ტურნეს ფარგლებში თბილისის სცენაზეც გამოვა. Biletebi.ge-ს ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, გალკინი სპორტის სასახლეში 15 ოქტომბერს გამართავს კონცერტს, ბილეთების გაყიდვა კი 25 ივლისიდან დაიწყება.

მაქსიმ გალკინის ოფიციალურ საიტზე საქართველოში გასტროლის შესახებ ჯერჯერობით არაფერი წერია. ივლისის ბოლოდან სექტემბრის ბოლომდე, გალკინის კონცერტები უნდა გაიმართოს თურქეთში, ლატვიაში, ფინეთში, ესტონეთში, პოლონეთში, დიდ ბრიტანეთში, ავსტრალიაში და ჩეხეთში.

მაქსიმ გალკინი რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულ ომს კრიტიკულად აფასებს. ის ცოლთან, მომღერალ ალა პუგაჩოვასთან და შვილებთან ერთად, ომის დაწყებიდან მალევე ისრაელში გაემგზავრა. მედიის ცნობით, ისინი ისრაელიდან ლატვიის ქალაქ იურმალაში გადავიდნენ.

რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს უსაფრთხოებისა და ანტიკორუფციული კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ანდრეი ლუგოვოი, სოფელ გრიაზში მდებარე გალკინისა და პუგაჩოვას სახლის კონფისკაციისა და იქ დონბასიდან ლტოლვილების დასახლების ინიციატივით გამოვიდა.

XS
SM
MD
LG