Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი რუსული გაზის ჩასანაცვლებლად აზერბაიჯანთან შეთანხმებას ამზადებს


აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი

რუსულ ენერგომატარებლებზე დამოკიდებულების შესამცირებლად, ევროკავშირი აზერბაიჯანული გაზის შესყიდვის გაზრდას აპირებს. Reuters-ის თანახმად, ამ მიზნით, ევროკომისიამ ევროკავშირის ქვეყნებს შესთავაზა ბაქოსთან შეთანხმების გაფორმება, რომელიც ითვალისიწინებს აზერბაიჯანის მიერ გაზის წარმოების გაფართოებას და მილსადენის ქსელის ზრდას.

"მხარეები ცდილობენ ხელი შეუწყონ ბუნებრივი აირით ვაჭრობას, მათ შორის ევროკავშირში ექსპორტის გზით, სამხრეთის გაზის დერეფნის გავლით მინიმუმ 20 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ოდენობით ყოველწლიურად 2027 წლამდე", - ციტირებს სააგენტო ურთიერთგაგების მემორანდუმის პროექტს, რომელიც ჯერ კიდევ არ არის დამტკიცებული ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობების მიერ.

დოკუმენტში აღნიშნულია "გრძელვადიანი, პროგნოზირებადი და სტაბილური კონტრაქტების" მნიშვნელობა და ნათქვამია, რომ ისინი უნდა შეესაბამებოდეს ევროკავშირის პოლიტიკას კლიმატის ცვლილების სფეროში. ბრიუსელის თანახმად, ეს მოითხოვს გაზის მოხმარების მკვეთრ შემცირებას, განსაკუთრებით 2030 წლის შემდეგ.

გასულ წელს ტრანსადრიატიკის გაზსადენის (სამხრეთის გაზის დერეფნის გაზსადენის ქსელის მონაკვეთი) გავლით ევროპის ქვეყნებს 8 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტი აზერბაიჯანული გაზი მიეწოდა.

XS
SM
MD
LG