უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისის მიერ დღეს, 15 ივლისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყებიდან, 24 თებერვლიდან დაღუპულია 352 ბავშვი.
ოფისის თანახმად, ამ დროისთვის ბოლო ფაქტი დაფიქსირებულია ქალაქ ვინიცაში, სადაც 14 ივლისს რუსი სამხედროების მიერ განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად დაიღუპა 3 ბავშვი - 1 გოგო და 2 ბიჭი.
ოფიციალური მონაცემებით, ომის დაწყებიდან დღემდე დაჭრილია სულ მცირე 657 ბავშვი. გენერალური პროკურორის ოფისის განმარტებით, მის მიერ დადასტურებული ფაქტები არ ასახავს სრულ სურათს, რადგან შეუძლებელია შესვლა იმ რაიონებში, სადაც აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს ან რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულია.