Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში გაჩაღებულ სრულმასშტაბიან ომში რუსეთმა დაახლოებით 38000 სამხედრო დაკარგა - უკრაინის გენშტაბი


ყველაზე დიდი ზარალი რუსეთის არმიამ კრამატორსკის მიმართულებით განიცადა, ამბობენ უკრაინელი სამხედროები
ყველაზე დიდი ზარალი რუსეთის არმიამ კრამატორსკის მიმართულებით განიცადა, ამბობენ უკრაინელი სამხედროები

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომში 24 თებერვლიდან ამ დრომდე რუსეთმა დაახლოებით 38000 სამხედრო მოსამსახურე დაკარგა. 15 ივლისის მონაცემებით, სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების მხრივ რუსეთის დანაკარგი კი, უკრაინული მხარის თანახმად, ასე გამოიყურება:

  • 1672 ტანკი;
  • 3866 საბრძოლო ჯავშანმანქანა;
  • 842 საარტილერიო სისტემა;
  • 247 (РСЗО) ზალპური ცეცხლის რეაქტიული დანადგარი;
  • 109 საჰაერო თავდაცვის სისტემა;
  • 220 თვითმფრინავი;
  • 188 შვეულმფრენი;
  • 2731 ერთეული საავტომობილო ტექნიკა;
  • 15 გემი და კატარღა;
  • 681 ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი და სხვა სახის ტექნიკა.

"ყველაზე დიდი ზარალი რუსეთის არმიამ კრამატორსკის მიმართულებით განიცადა", - ნათქვამია უკრაინის სამხედრო სარდლობის განცხადებაში.

9 ივნისს The Guardian-მა, მაღალი რანგის წრეებიდან წყაროზე დაყრდნობით, განაცხადა, რომ რუსეთის არმიამ უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან დაახლოებით 20 ათასი ჯარისკაცი დაკარგა.

მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ ომში დანაკარგებზე ინფორმაციას არ ავრცელებს. რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა, უკრაინაში ინტერვენციის დაწყებიდან მხოლოდ მეორედ, 25 მარტს, გამოაქვეყნა მონაცემები რუსული ჯარების დანაკარგების შესახებ, რომლის მიხედვითაც, დაიღუპა 1,351 რუსი სამხედრო მოსამსახურე, კიდევ 3,825 - დაშავდა.

XS
SM
MD
LG