Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამურის კომსომოლსკის სასამართლომ მხატვარი და ლგბტ აქტივისტი იულია ცვეტკოვა გაამართლა


იულია ცვეტკოვა
იულია ცვეტკოვა

რუსეთის ამურის კომსომოლსკის ცენტრალურმა რაიონულმა სასამართლომ გაამართლა მხატვარი იულია ცვეტკოვა სოციალური ქსელში "ვაგინის მონოლოგის" სახელით გავრცელებულ "პორნოგრაფიის" საქმეზე. გამამართლებელი განაჩენის შესახებ საიტ "სიბირ.რეალიის" ბრალდებულის დედამ, ანა ხოდირევამ, დაუდასტურა.

"სამი წლის განმავლობაში მიმდინარე პროცესი დაცვის მხარის გამარჯვებით დასრულდა. გვიხარია, მაგრამ ჯერ საბოლოოდ არა, რადგან 10 დღის განმავლობაში პროკურატურა შესაძლოა, აპელაციაზე წავიდეს", - ნათქვამია ცნობაში.

მანამდე, 14 ივნისს, სახელმწიფო ბრალდებამ "პორნოგრაფიის გავრცელებისთვის" მხატვარ იულია ცვეტკოვასთვის სამი წლითა და ორი თვით სასჯელის ზოგადი რეჟიმის კოლონიაში მოხდა მოითხოვა.

  • ამურის კომსომოლსკში მოღვაწე მხატვარსა და ლგბტ აქტივისტს, იულია ცვეტკოვას ბრალად ედება ინტერნეტის საშუალებით პორნოგრაფიის გავრცელება. საქმის გამოძიება ორ წელზე მეტ ხანს გაგრძელდა. ამ დროის განმავლობაში ცვეტკოვა შინაპატიმრობაში იმყოფებოდა. 2021 წლის მარტში სასამართლომ საქმის არსებითი განხილვა დაიწყო.
  • 2019 წლის ნოემბერში სასამართლომ ცვეტკოვა 75 ათასი რუბლით დააჯარიმა ადმინისტრაციული მუხლით, არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების პროპაგანდისთვის. 2020 წელს სასამართლომ ჯარიმა 50 ათას რუბლამდე შეამცირა.
  • მიმდინარე წლის მაისში იულია ცვეტკოვამ შიმშილობა გამოაცხადა და მოითხოვდა, რომ მის საქმეზე სასამართლო პროცესი ღია რეჟიმში ჩატარებულიყო.
  • 2022 წლის 14 ივნისს იუსტიციის სამინისტრომ ცვეტკოვა "უცხოელი აგენტების" რეესტრში შეიტანა.
XS
SM
MD
LG