ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა „ტვიტერზე“ დაწერა, რომ აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების თბილისში შეხვედრა პოზიტიურ ნაბიჯად შეაფასა.
„აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა თბილისში შეხვედრისას პოზიტიური ნაბიჯი გადადგეს. პირდაპირი დიალოგი არის ყველაზე სწორი გზა აზერბაიჯანული და სომხური უთანხმოების გადასაჭრელად“ - დაწერა ბლინკენმა.
სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა თბილისში 16 ივლისს შედგა
დაწერეთ კომენტარი