Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკი: უკრაინას შეუძლია დასავლური იარაღით დიდი ზარალი მიაყენოს რუსეთს


უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას ამჟამად თანამედროვე დასავლური შეიარაღების წყალობით შეუძლია „მნიშვნელოვანი დანაკარგი“ მიაყენოს რუს ოკუპანტებს, რაც ნელ-ნელა ცვლის წონასწორობას ბრძოლის ველზე.

ზელენსკის თქმით, უკრაინის ძალებს შეუძლიათ „მნიშვნელოვანი მატერიალურ-ტექნიკური ზარალი მიაყენონ ოკუპანტებს“, რაც სულ უფრო მეტად ურთულებს რუსეთის არმიას დაკავებული პოზიციების შენარჩუნებას.

„ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევთ წინ, ხელს ვუშლით ოკუპანტების მომარაგებას, ვპოულობთ და ვანეიტრალებთ კოლაბორაციონისტებს. პერსპექტივა ნათელია: უკრაინის დროშა იფრიალებს ყველა ჩვენს ქალაქსა და სოფელში. ერთადერთი კითხვაა დრო.“ თქვა ზელენსკიმ.

ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერჰი ჰაიდაიმ 19 ივლისს თქვა, რომ „დასავლური იარაღი არა 100 პროცენტით, არამედ 200 პროცენტით მოქმედებს, ვინაიდან აფეთქებულია [რუსული] საწყობები. აფეთქებულია სამეთაურო პუნქტებიც.“

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ 19 ივლისს თავის ყოველდღიურ ბიულეტენში განაცხადა, რომ რუსეთის უახლოესი „დეკლარირებული“ მიზანია დონეცკის ოლქის მთლიანად დაკავება. მაგრამ, სამინისტროს თანახმად, მაშინ, როცა რუსეთმა შეიძლება მომავალშიც დაიკავონ მეტი ტერიტორია, „მათი ოპერატიული ტემპი და მოძრაობის სიჩქარე, სავარაუდოდ, ძალიან ნელი იქნება რეორგანიზაციისა და ხელახლა აღჭურვისთვის საჭირო სეროზული ოპერატიული პაუზის გარეშე.“

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG