Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევში ჩეხეთისა და ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრების ჩავიდნენ


იან ლიპავსკი ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
იან ლიპავსკი ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

20 ივლისს ჩეხეთისა და ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრები, იან ლიპავსკი და ალექსანდრ შალენბერგი მატარებლით კიევში ჩავიდნენ.
ამის შესახებ ცნობები ტვიტერში გამოაქვეყნა ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრამ, რომელმაც ყურადღება გაამახვილა რუსეთის აგრესიის "ბრუტალურ შედეგებზე".

"მოხარული ვარ, რომ კვლავ დაბრუნდი კიევში ჩემ ძვირფას კოლეგა იან ლიპავსკისთან ერთად. მტკივნეულია იმის დანახვა, თუ რას უკეთებს რუსეთის ფედერაციის ბრუტალური აგრესიული ომი ამ მშვენიერ ხალხსა და ქვეყანას. ჩვენ განვაგრძობთ უკრაინის დახმარებას", - წერს ტვიტერში ალექსანდრ შალენბერგი.

1 ივლისიდან ჩეხეთი ევროკავშირის საბჭოს მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის მოვალეობის შესრულებას შეუდგა და შესაბამისად ევროკავშირის დონეზე გადაწყვეტილებების მისაღებად განსაკუთრებულ საკოორდინაციო როლს ასრულებს. თავისი თავმჯდომარეობის დროს ჩეხეთმა პრიორიტეტების სიაში პირველ ადგილზე უკრაინასთან დაკავშირებული საკითხები დააყენა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG